ერთი ნახატი


გახუნებულა ბნელ ოთახში ერთი ნახატი,
წვიმის კვალია დატოვილი კუთხის კედელზე,
ფანჯრის რაფაზე დამტვრეული შუშის საფერფლე,
და ორმოცი წლის მტვერი იდო ნაბრძოლ მედლებზე.

წიგნებს თაროზე გაუღვივდათ კითხვის წყურვილი,
სანთელს ვუკიდებ ორი ოდე ასანთის ღერით,
მე ჩავიფიქრე უცაბედათ ერთი სურვილი,
ახლა ამ სურვილს მორიდებით ხმა მაღლა ვმღერი.

გადავიკარგე, ცეცხლი ვიყავ და უკვე ჩავქრი,
ქარმა წამიღო ჩემი კვამლით და ჩემი ფერფლით,
გინდათ იცხოვროდ უკეთესად, 
მაგრამ უკეთესს ვერავინ ვერ ჰქმნით.

ჯერ კიდევ ვღვივი, ჯერ კიდევ მაქვს შანსი ანთების,
ჯერ შემიძლია ისევ ისე შევქმნა ნახატი,
ჯერ შემიძლია გაზაფხულის დილას შევესწო
ჯერ შემიძლია ისევ გავსხლა ჩემი ატამი.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი