მოდი წიე...
მოდი წიე, გამიწიე, სიყვარული უღელის, თურმე ისევ დავმთვრალვარ და მითენია წუხელის. აღარ მინდა სიცოცხლე, ძილი მინდა ნანაზე, მომენატრა ბავშვობა და ძილი იავნანაზე. ბინძური ტანსაცმელი და ბინძური სხეული, შიშველ ტანზე ტალახი, შორტი ჩამოხეული. მოწანწალე ბიჭუნა, იდუმალი "ბაღანა", მისი სუნთქვა მომენატრა და ფიქრებმა დამღალა. ყველაფერი შეიცვალა, ყოველ წუთას იცვლება, სიყვარულით ვინც იცხოვრებს, ის არ გარდაიცვლება! აბა წიე, რაღას მეტყვი, აგიცრემლე თვალები? მოდი აღარ დაგიმალავ, წავალ გავეწვალები. ამ ცხოვრებას თავისთავად კიდევ შევებრძოლები, შენ დადექი სიგარეტით, აფუილე რგოლები. მოდი ეხლა ჩემო წიე, სახელური გამოწიე, სახელურის შემდეგ კართან ფარდაა და ჩამოწიე. სიყვარული იგემე და არასოდეს იგინო, ზომიერად იცხოვრე და ბევრი არ მოითმინო. და ბოლოსღა მოვიტოვებ, რაღაცა მაქვს სათქმელი, კარგად იცი ჩემო წიე, კაცი რომ ხარ არ მთქმელი. და დრო მიდის, ყველაფერი უცაბედად იცვლება, სიყვარულით ვინც იცხოვრებს, ის არ გარდაიცვლება!. ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი