ოცნებების კრებული
ოცნებების კრებული, ვარდისფერი ფერებით. ერთხმად შეიმოსება , ეს თქვეს გენიოსებმა. და დახარჯული ხურდები, გაფანთული ფიქრები. ღამე ისევ თენდება, და ისევ თოვს ფიფქები. და მე მკვლელებს დავეძებ, უღრანები გავთელე. გადამწვარი ხეები, ყვავის ბუდეს უხდება, ჩემი სული ნაბიჯებს, ისევ შენსკენ აბიჯებს, მაგრამ დღეა ნათელი, ბილიკებზე თოვლია, ვფიქრობ არ მაქვს გრძნობები, და რამდენი მქონია. მაგრამ რად ღირს რომ მქონდეს, ან ცას თოვლი მოჰქონდეს. მე შეშლილი იერით, შუა ქუჩას ვამძიმებ ვერცხლის მძივი ავაგე და შენ გჩუქნი ამ მძივებს. ისევ ისე ანათებს უღრანს ჩემი თვალები, ისევ მომკლეს წუხელის კალმით ხელში დამმარხეს, მინდა ქარმა მარხიოს, მაგრამ მე ის არ მარხევს. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი