მელანქოლია...
დღეები გადის, და ისეთი ვარ როგორიც გუშინ, თვეები გადის, და ისეთი ვარ როგორიც უწინ. ფოთლებივით გამეფანტა ღამის ბნელი ფიქრები, უსაფუძვლოდ არასოდეს არაფერი მქონია, ისევ მიჭირს უშენოდ, მაგრამ არ გამიქრები, და ისევ მემართება მარტის მელანქოლია. საზარელი ეჭვებით, გამოვედი ქუჩაში, თვალდახუჭულ ბეღურას ფრენა შეუწყვეტია, ორი ოდე წამი მაქვს დაჭერილი მუჭაში, და ეს ორი წამიც კი მუდამ აქ უწყვეტია. ზურგზე ლოდი მაწვება შიგნით ცარიელია, მოქარგული გზას გავდივარ წვეტიანი კენჭებით, ვხედავ მთას და მთის ძირში, თითქოს მორიელია, ზუსტად ვიცი მგონია. და ვიყურები ეჭვებით. შეუმცდარი ფიქრები გზად თან გამომყოლია, და მე გართულს ლექსებით მომაფხიზლა ოლიამ, დაჟინებით ვიცოდი რომ ვიყავი მშვენივრად, მაგრამ კვლავ მემართება მარტის მელანქოლია. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი