უსათაურო
მაგიჟებ, აღარ მითვლი ნაბიჯებს, მაგრამ შენსკენ აბიჯებს , თარსი პერიფერია. ამ წყეულ სიბნელეში მაინც ბევრი ფერია. მაოცებ, გადებული ხიდი ვარ და ამ ხიდზე გაკოცებ, ზურგზე მასვამ ობობას , ზემოთ-ზემოთ აცოცებ. მკითხულობ, მაგრამ არავინ არ მიცნობს, ამას მარტის თვე მალევე განგირვცობს. დამეძებ, ვერ მხედავ, თითქოს და გავქრი, რაღაცის თქმა მინდა ვერაფრით ვერ ვთქვი. წვიმდება, ჩემს გარშემო ყველა სველია, და მაინც შენს გარეშე კარგი წელია, რადგან ვისწავლე ყველაფერი რაც კი მიწერია. შენთვის, ხო ზუსტად შენთვის, რადგან შენი სხეული ჩემს მუზას ერთთვის, და იწერება საოცრება, თავისთვის, შენთვის. გიტარაც, არ ჩერდება შრიალა ტყეში, ათასი მელოდია მადგება ყელში, რომ მე გავაჟღერო სადაც ხარ შენთვის. რაც რამე არსებობს ეს ყველაფერი შენს სხეულს ერთთვის. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი