წამები დროს...
წამები დროს, მიაქანებს ჩქარი ნაბიჯით, შეურაწყოფილ ქარის ჰანგებს უსმენს სამყარო, შენსკენ მოვდივარ, და სიყვარული მომაქვს ამ ჯიბით, და მე მოგიტან ამ სიყვარულს რომ გადაყარო. წამებს ამ წუთას არ სცალიათ ჩემთვის, დამღალოს, ქროლვით ისწრაფის, და გზაში აქვს ნაზი ზმანება, ჩემსკენ ისწრაფის, რომ გრძნობები შემომახალოს, მაგრამ მე შენთვის არაფერი არ მენანება. მაგრამ წამებთან, გაყოლილი ვიქცევი წუთად, ნაცრისფერ სილუეტს ვუფათურებ ცარიელ ხელებს, ყვირილი მინდა, მაგრამ მაინც ვიქნები ჩუმად, გზას გავუყვები და დაგიკრეფ მომწვანო ლელებს. აზრი არა აქვს მზე რამდენად ახლოს იქნება, ოდესმე მეც მზის სხივებად გადავიქცევი, აზრი არა აქვს ჩემს სულისკენ ქარი იქნება, თუნდაც გავცივდე მე აქედან არ გავიქცევი. და მე როდიდან ვხედავ ჩემს თვალებს, ნაწამებს შენით, ნაწამებს ჭლეტვით, მე აჩრდილებმა გზა შემიცვალეს, და იმედი მაქვს შენც პასუხს მეტყვი. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი