ქართლის მიწა...


ბობოქრობს სილა ზღვის მღელვარებით,
ცა შეშლილია ლურჯ ელვარებით.
მზე დამწვარია თვისი სხივებით,
სამშობლოს გვითბობს გამოსხივებით.
მაგრამ ხალხის აზრები აფენია დარბაზებს, 
უკან უკან მივდივარ, ნაბიჯები მაბრაზებს,
ღრუბელს შავი ჩაუცვამს , გაქცეულა ზეციდან,
დიდი ბრძოლის შედეგად გამოვედი მხეციდან.
ალვის ხეებს შევყურებ, ჩვენს მიწაზე ვოცდები,
ჩემს სამშობლოს გულისთვის მე ყოველგან მოვცდები,
მთის ნაპრალებს სწყურიად წვიმის წვეთის დაცემა,
ქვეცნობიერს მოუნდა სამყაროდან გაქცევა.
დაკარგული მიწების სურნელს აფრქვევს ქარი,
პოეზიამ მოგვაყოლა მეფეთ მეფის ქნარი,
აფხაზეთის მიწაზე მტრედებს ვატან წერილებს,
ვუყურებ და ვბრაზდები რა დღეშია ერი დღეს.
დავით მეფეს ვისიზმრებ და მახვილს გამოვარევ,
ბრძოლის ჟინით ვიხრჩობი ერთ წამსაც არ მოვაცდენ.
მე გადავცემ წერილებს ყველა ვაჟკაც ქართველებს,
სათითაოდ პატივს ვცემ ყველა თავის მმართველებს.
ჩემით წავალ მახვილით, დავიბრუნებ ჩვენს მიწებს,
სანთელსაც მათ დავუნთებ ჩვენს მიწაში ვინც იქ წევს.
ნამტვრევ ძვლებზე შევდექი, ჩემი ძვლებიც აქ ყრია,
ცოცხალი ვარ თუ მკვდარი, ქართლის მიწა მაყრია.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი