მე მოგცემ ჩემს სულს...


ჩემგან რას ითხოვ? 
მე მოგცემ ჩემს სულს, მაგრამ იფრთხილე.
მე მოგცემ სიზმრებს, და დანარჩენი თავად იხილე.

ჩემგან რას ითხოვ?
მე ცხოვრებაში რაც გამაჩნია შენ იცი მხოლოდ,
მაგრამ რაცა მაქვს, არა და არა, აღარ აქვს ბოლო.

კიდევ რას ითხოვ?
ჩემს კალამს თუ დაკუჭულ რვეულს?
თუ გადალახავს ჩემი გრძნობა ცრემლს ამომღვრეულს.

მაშინ მე მოგცემ, მე ყველაფერს შენ მოგცემ მხოლოდ,
რასაც არა აქვს დასასრული, და არ აქვს ბოლო.

ჩემს თვალებს მოგცემ,
რადგან შენ მას მოიხდენ ვიცი.
ჩემს შავ თმებს მოგცემ, რომელსაც კი ინატრებს კვიცი.

ჩემს სულსაც მოგცემ,
სულს რომელშიც იზრდება ვარდი,
და სულს გაგატან, სულს რომელსაც შენ შეუყვარდი.

ჩემს ფიქრებს მოგცემ,
მაგრამ ისინი შეგშლიან მალე,
ოცნებენს მოგცემ,
რაზეც ვფიქრობ დღესა და ხვალე.

მე მოგცემ წვიმას,
და აარჩიე ადგილი შენით,
მე მოგცემ სიტყვებს,
აუღწერელს და აღწერილს ენით.

მე მოგცემ სხივებს,
და სადაც გინდა იქეთ ანათე,
მე მოგცემ ნათელს,
და სადაც გინდა გამოანათე.

მე უკვე მოგეც ყველაფერი,
რაც უნდა გქონდეს.
მე ერთი მინდა,
ვიჯდე ქოხში და გარეთ თოვდეს.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი