გარეთ ქარი ქრის...


გარეთ ქარი ქრის, და მე ვფიქრობ რატომ ჰქრის ასე,
გამსკდარ კედელს მაქვს მიდებული დამრთხალი სახე,
ცაზე ღრუბელი, მაგრამ მაინც მთვარე ჩანს სავსე,
მინდა მიყურო, მაგრამ შენ მე , ვერ დამინახე.


გარეთ ქარია, კარს ვტოვრვ ღრიჭოდ,
და თუ შეგცივდეს მოდი სახლში ვარ,
ბუხარს ვახურებ, წალმის ფიჩხებით,
და თავს ვარწმუნებ რომ შენ გზაში ხარ.

ჩემს დამწვარ ფიქრებს ვამსგავსებ ნაცარს,
განაცისფრებულს კოცონზე ფიქრით,
ცოტა მაკლია და მოვქსოვ ბაწარს,
ბაწარს რომელსაც ვათეთრებ ფიფქით.

და უკვე დროა გავიდე გარეთ,
ჩემი რითმები მივუძღვნა ქარებს,
და თუ ოდესმე შემატყვე რამე,
ან თუ ოდესმე სხვა მიმიკარებს.

მე ვეტყვი სათქმელს რითმებად ოღონდ,
ომს გავაჩაღებ მუზებით ყველგან,
და თუ ოდესმე მოგინდეს რამე,
ჩუმად ელოდე, და მხოლოდ ჩემგან.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი