წვიმს...
წვიმს და მტვრის სუნი ანგრევს ნესტოებს, ვარდის ფურცელზე წვეთი ეცემა, და რაც ჩვენ გვიყვარს, მხოლოდ ის გვტოვებს, და რაც ჩვენ არ გვსურს გადმოგვეცემა. ეჭვებით სავსე ქარები ქრიან, და დაუნდობლად არხევენ რტოებს, უკიდეგანო ფიქრების ძირში, სიბნელეს ვხედავ, და ჩვენ მარტოებს. მზეს შესუდრული აქვს სითბო მისი, ჩვენი ხელები, შორს შორს ფიქრობენ, ჩვენი სულების შეხება ერთ დროს ცოტა ხნით იყო, მაგრამ ვიმყოფეთ. წავიდეს, წავიდეს თუ აპირებს ეს წვიმა წასვლას, იქნებ მტვრის სუნმაც არ ანგრიოს ეს ნესტოები, და შემდეგ წავალ, ყანაში და ავკრეფ ნასხლავს, ქარიც ჩადგება, და შეჩერდება სველი რტოები. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი