როცა ვეღარ ხედავ...


როცა ვეღარ ხედავ ცაზე ვარსკვლავთ ცვენას,
როცა უჩვეულოდ ყველა ლამაზია,
მე შენ დაგიძახებ დავდგათ დიდი სცენა,
მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ყველგან სარკაზმია.

როცა სულის ძირში რაღაც შეგეხება,
როცა შენი ფიქრი საზღვრებს გადასცდება,
როცა მღელვარე ზღვა გრძნობებს ეჯახება,
ტყვია ნასროლი გაქვს ვიცი არ ამცდება. 

და ეს უვნობელი ქარის ჰანგებია,
წყვდიადს მოუხდება ჩემი ირონია,
მინდა სრული სახლი, მაგრამ ნანგრევია,
ხატებს რაღაც მოსდით მგონი მირონია.

შენი თვალთახედვა ისე გაშლილია,
მხოლოდ ზეცას ხედავ, მასზე ელვარებას,
ქუჩა სიყვარულით ისე შეშლილია,
მარტო ვიმაბიჯებ, ველი შეფარებას.

და ამ ხეების ხმა მესმის როგორ არხევს,
მესმის როგორ გინდა რომ მე შენი მერქვას,
მაგრამ ამ წყვდიადის ძალა მაინც მმარხავს,
გული სიმძიმით და წამში ორჯერ ფეთქავს.

ტატო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი