გადაღლილ ბაგეს...


გადაღლილ ბაგეს შვენის დასვენება,
სულის წიაღშია რაღაც ნაპრალები,
ისე შევიშმუშნე არ მაქვს მოსვენება,
რადგან შენი თავი მე მაქვს ნაბრალები.

რადგან ჰყვავის ნუში, მძაფრი სურნელია,
უმალ გადავწყვიტე შენზე თმების დაწვნა,
რადგან ყოველივე ყველგან მზრუნველია,
მხოლოდ მე მომელის სადღაც, ჩუმად დაწვა.

კენჭზე ნაგროვები გრძნობით გიალერსებ,
ლოდზე დამწვარია ვნების საფიქრალი,
მე ჩემს ამ სიყვარულს როსმე გიანდერძებ,
სადღაც სინათლეა, აქ კი რაღაც მქრალი.

და თუ სიმქრალეა, იყოს უღრანები,
მე თუ ნამთვრალევზე თვალნი გამირბიან,
ვიღაც ჩემთან მოდის, მოყავს მწუხარენი,
ბევრი იარა მაქვს, არც ერთს არ მითვლიან.

ცაზე ღირებული მძაფრი სურნელია,
ღვთაებრივ ხმას აფრქვევს მამა სერაფიმე,
უკან ნაბიჯები თითქმის ულევია,
მაგრამ წინ გზებია ტანჯვით რომ ვაფინე.

გზების დასასრული მგონი არ მოგველის,
სანამ ვარსკლავები ცვენას დაიწყებენ,
მანამ ერთი ცალი შენთვის მიჩუქნია,
მაგრამ მე არც ერთი თავს არ მავიწყებენ.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი