მე გადავარჩენ
მე გადავარჩენ შენს ბობოქარ ხმას, მაგრამ ნამტირალ თვალებს რა ვუყო მე გადავარჩენ შენს დამწვარ ფიქრებს, ჩემს ნახევარ სულს შენ სულს გავუყობ. შენ არ გინდოდა რომ ჩემი თმები შენს თმებს ფენოდა ზამთარში თოვლად, შენ არ გჯეროდა რომ ჩვენი ხმები, ერთმანეთს ჰგავდა და ღირდა მოვლად. შენ არ გჯეროდა რომ ჩემი სახე, სხვაგვარი იყო ოდიდგან შენთვის, მაგრამ შენ მაინც ვერ დაინახე, რადგან ფიქრები მე აღარ მერთთვის. მოდარაჯე ვარ და კართან ვდგავარ, არც ერთი გრძნობა არ გამეპაროს, უჩუმრად მინდა თვალების დაცვა, რომ დღემ არც ერთი დილა მომპაროს. და მინდა ბოლოს შენს თვალებს ვუთხრა, სანამ ბობოქრობ მინდა მიყვარდე, მინდა გითხრა რომ ძალიან ვწუხვარ, ზედმეტად გშვენის კარგო სივარდე. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი