ვიყავი ღმერთთან
ხედავ როგორ ცურავს გედი შუა ტბაში? როგორც ეფინება ასფალტს ხის რტოები, რაღაც ღვთაებრივი ისმის შენს ტკბილ ხმაში, მინდა გისმენდე და ვიყოთ მარტოები. მე დავიჯერო არ უჭირს ქარებს? ამდენი სევდა რომ მოაქვს ჩემთან, ძალზედ გავწვალდი რატომღაც ძილში, მაგრამ წუხელის ვიყავი ღმერთთან. რაღაც მინდოდა მეთხოვა შენზე, მე ცოდვილს შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, და წავაწერე მე ზეცის სხვენზე, რაც ვერ გავბედე და უნდა მეთქვა. მაგრამ ყვავილში გვიყვარს სურნელი, და ჩვენ ეკლების შიში გვაქვს, რატომ? როგორ მიყვარდა ქალი მზრუნველი, რაც ვერ შევძელი მან შეძლო მარტომ. შეხედე თოვას, ფიფქის სითეთრეს, დაფოთლილ ასფალთს ათეთრებს იგი, ყველამ თავისი ღმერთი იღმერთეს, მაგრამ ცოდვების უდგიათ რიგი. მე ორ მთას შორის ნალეს კლდეებზე, კოკით ასული ვადენ ნაკადულს, მინდა ვიფიქრო ფერად დღეებზე, და წინ დავუდგე გრძნობას არ ნახულს. მინდა ვათეთრო შავი ღრუბლები, მინდა ზეცაში წვიმით დავსველდე, კარს ქვეშ გავაგე სიგრძივ ზღრუბლები, მინდა გარბოდე და მე არ გსდევდე. უკვე ნაფიქრი ფიქრიც მაწუხებს, უკვე ნანახი სიზმარი ვნახე, ვწუხვარ რომ უკვე დავმარხე გრძნობა, რომელიც ჯერ შენ ვერ დაინახე. როგორ მაწუხებს, შიგნიდან რაღაც, წარსულის ქვაბში ჩამაგდეს ისევ, როცა მივფრინავ ვეცემი სადღაც, და დაცემული რაღაცას მივსდევ. აღარ დამთავრდა ფიქრი ფიქრებზე, აღარ დამთავრდა უძილო ღამე, აღარ მთავრდება ფიქრი რითმებზეც, და მომაბეზრა ამ ღამემ, მთვარეც. აი გათენებას იწყებს დამსდევს ჩრდილები საუცხოვო გრძნობაც გადის სულიდან, უკვე სადღაცა ვარ აქ არ ვითვლები, ძლივს ამოვედი ამ უფსკრულიდან. მე დავიჯერო არ უჭირთ ქარებს? ამდენი სევდა რომ მოაქვთ ჩემთან, ძალზედ გავწვალდი რატომღაც ძილში, მაგრამ წუხელის ვიყავი ღმერთთან! ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი