გრძნობა მესამე...
შენზე ფიქრებით წყვდიად ღამეს სევდა მოუცავს, წუხელ მთებისკენ გავეშურე ვნახე კესანე, ჩემამდე მოსვლას მგონი შენთვის დიდი დრო უნდა, ახლა მაწვალებს უნებურად გრძნობა მესამე. ლეღვის ფოთოლის ჩრდილი მეხება, და მინდა ვიყო ღრუბლების გარეთ, თუ მოვიცალე შენთვის ამაღამ, რაღაცას გეტყვი მოტკბოს, ან მწარეს. წამწამს მისველებს ცრემლი ამაყი, და ჩემს ლოყებზე ბილიკებს შლიან, ჩემმა გრძნობების მთელმა არმიამ, გამანადგურეს ნელ-ნელა მცლიან. გუშინ ქორივით დავეცი მიწას, ახლა ბოლივით ავდივარ მაღლა, შენ გაგიგია რომ მე დავფრინავ, დავფრინავ ყველგან არ ვიცი დაღლა. ვარსკვლავთ მოჭედილ ზეცას შევყურებ, და მინდა ახლა მე მთვარედ ვიქცე, მინდა სიცივეს ვუძლებდე ახლა, და მინდა მქონდეს გაშლილი სივრცე. და ამ სივრცეში მომსდევდე უკან, ჩემთვის მოგქონდეს ნაზი კესანე, ცოტა ოდენი ღიმილის შემდეგ, ახლაც მაწვალებს გრძნობა მესამე. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი