წუხელის


წუხელის ჩუმად გამოვხედე შენს ტკბკლ ბაგეებს,
წუხელის ვარსკვლავს მე გავუქრე სინათლე თეთრი,
უშენოდ ვებრძვი უსათუოდ დამწვარ ღამეებს,
მინდა ვიხილო შენს წინაშე სინათლე მკვეთრი.

დაღლილს დაქანცულს მხრებზე მაწევს სურნელი შენი,
და როგორ მინდა ქარბორბალას გავყვე ბოლომდე,
მინდა დავხურო სადაცა მაქვს და როგორც სხვენი,
შენთან მოვიდე ფორიაქით მარტო, მხოლოდ მე.

ყოველ წამს ველი იქნებ ერთი სიტყვა მესროლო,
იქნებ ჩემს თვალებს შენი თვალის სხივი შეეხოს,
და როგორ მინდა ყოველ ღამით ფიქრებს შევთხოვო,
და როგორ მინდა შენს მხრებიდან ფრენა შემეძლოს.


როგორ მინდა რომ გამისწორო თვალები თვალში,
და როგორ მინდა ჩემი სულის ხმები გაიგო,
როგორ მინდა რომ ნაბიჯები დავტოვოთ კვალში,
და როგორ მინდა ჩემი სული შემდეგ წაიღო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი