ხიდი...
სულ რაღაც ოცი მეტრის ხიდია, და მთელი ღამე გავდივარ მასზე, ქვემოთ მომღვრიედ მოჩქეფს მდინარე, ოდესმე განვლევ? აღარ ვარ აზრზე. მთელი ცხოვრება გავდივარ ამ ხიდს, ვეღარ ვუპოვე მე დასასრული, არადა მხოლოდ ოცი მეტრია, მგონი დამიდგა მე აღსასრული. შუაში ვდგავარ და პირჯვარს ვიწერ, ვგრძნობ ათი მეტრიც უნდა განვლიო ლამაზი არის სურათით გიღწერთ, და რომ გავივლი უნდა დავლიო. აი გავედი ეს ოცი მეტრი, და ახლა კიდევ გაგრძელდა ოცად, ამ ნაბიჯებით დავტკეპნე მტვერი, ფეხით ვერ განვლე, ახლა კი ვცოცავ. ჩემს მხარეს ხიდი ცოტა ბნელია, მეორე მხარეს თვალს მჭრიან შუქნი, ჩემი გრძნობები ძალზედ ძნელია, და მე ამ გრძნობებს მხოლოდ შენ გჩუქნი. დამატებული ოცი მეტრიც განვლიე უკვე, ახლა ვხვდები რომ დაემატა კიდევ სამოცი, სიარულის დროს თითზე ვითვლი დარჩენილ წუთებს, რაღაც ლამაზიც დავინახე მაგრამ გამოვცდი. გორაზე ტაძარს ვერ ვაშორებ უტიფარ თვალებს, ხიდის ბოლოში ნაძვნარია მტვერით ავსილი, ცხოვრების ხიდი ჩვენს სულებში ტოვენს ნაკვალებს, ზოგი ამთავრებს ზოგიც კიდევ მორბის დასვრილი. ეს ხიდი ოცი მეტრი მეგონა, ამ ოცს ზემოდან ემატა ოცი, შემდეგ ამ ოცსაც კიდევ სამოცი, და ამ სამოცსაც ოთხჯერ ორმოცი. ახლა ვჩერდები ორ წამს დავჯდები, თვალს გადავავლებ ჩემს ფიქებს სადმე, მერე ავდგები მერე მოგძებნი, მაგრამ ხიდია გაბმული ცამდე. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი