წავედი...


წავედი, წავედი , წავედი,
მოვდივარ, მოვდივარ, მელოდე,
დავხუჭე, დავხუჭე, თვალები,
თურმე რამდენგან მელოდნენ.

არ  მინდა, არ მინდა არავინ,
იყავი, იყავი ცოტა ხანს,
გავშალე, დავკეცე კარავი,
უკეთეს ადგილს მოვნახავ.

სავსეა ღამე სინათლით,
როგორ მღლის მთვარე სიცივით,
მიყვარხარ, მიყვარხარ გითხარი,
გითხარი ჩუმად, სიცილით.

ჩიტის ჭიკჭიკი სხვა ჩიტებს ესმით,
ჩემი მგოსნობის არ არს გამგონი,
ცოტაც მელოდე გზაში ვარ მოვალ
ახლა დაიძრა ჩემი ვაგონი.

ო, ძვირფას ცაზე დავფრინავ ახლა,
ფარფატით მაღლა, ფარფატით შენსკენ,
მე შენთვის მინდა მოვწყვიტო ზეცა,
შევეცადე და ვარსკვლავნი შეკრთნენ.

წავედი, წავედი, წავედი,
მოვდივარ, მოვდივარ მელოდე
დავხუჭე, დავხუჭე თვალები,
თურმე რამდენგან მელოდნენ.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი