საშინელი ქარია...
საშინელი ქარი ქრის, ქარი ანგრევს დარაბებს, საუცხოო სინათლე მეფეთება ქუჩაში, სევდიანად დავდივარ ირგვლივ ვხედავ დარბაზებს, ორი ოდე ვარდი მაქვს დაჭერილი მუჭაში. სადღაც ჰყვავის ატამი, სადღაც დიდი ნისლია, სადღაც მთებსაც აუვათ თავსხმა წვიმის სურნელი, უცნაური გრძნობა მაქვს და ეს მათ არ იციან, ამის მიუხედავად მე მაინც ვარ მზრუნველი. პურის რიგში ჩავდექი ჩემს პირდაპირ თონეა, ღერღილს ვუყრი მე ჩიტებს და ჭიკჭიკით გალობენ, ამნაირი გრძნობები მე არასდროს მქონია, მივდივარ და უკნიდან ეს ჩიტები მწყალობენ. უპატრონოდ დავდივარ, პატრონიან ქუჩაში, შემზარავი ქარია, სულის ძირში მარხევს, ეს ვარდებიც დამიჭკნა რაც მიჭირავს მუჭაში, ამ ვარდებით ვიღაც უპატრონოდ მმარხავს. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი