ჩემს სატრფოს


დღეები  ისევ ომში იწვოდა,
მაგრამ სიყვარულს საბნად ვეფარე,
ჩემს სატრფოს ვიღაც ტყვიებს ესროდა,
მაგრამ მე მას წინ გადავეფარე.

ღრუბელი ცლიდა ზეციდან წვიმას,
მარტოობისგან სული კიოდა,
ჩემს სატრფოს თვისას ეძახდა ვიღაც,
ის ვიღაც ჩემგან გამოდიოდა.

ჩემს სატრფოს წუხელ ვუბოძე ვარდი,
მაგრამ ეკლები არ დამიცლია,
ვიღაცამ ეგეც დამასწრო უწინ,
მე თუ ვყოფილვარ არ მიფიქრია.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი