ეს გული შენ გეკუთვნის


ეს გული შენ გეკუთვნის,
ეს სული შენი არის,
ეს წვიმა მე მეკუთვნის,
ეს ქარი ჩემი არი.

დღეები მიილია, დღეები მიილია,
ღამეა ჩამომდნარი,
ეს გული შენ გეკუთვნის,
ეს სული შენი არი.

მთვარეა ძალზედ ბნელი,
ჩუმია დღესაც ქარი,
ეს გული შენ გეკუთვნის,
ეს სული შენი არი.

თენდება დილა ცივი,
ხეზე ზის ჩიტი მკრთალი,
ეს გული შენ გეკუთვნის,
ეს სული შენი არი.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი