Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_egp1o38r5nhcmtltrjomcg9a7d, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შენი მსგავსი - ტატო ბერიაშვილი | პოეზია

შენი მსგავსი


მე მერჩივნა რომ იმ ღამით ავცდენოდი შენს ბილიკებს,
გულდაწვარი მკერდში ტყვიით ვხეტიალობ ბნელ ქუჩებში,
შენი სახის მე დანახვას ვინატრებდი როსმე კარგო?!
ნეტავ იმ დღეს მე დაღალულს არ მეკოცნა ტკბილ ტუჩებში.

ნაწამები მთვარის შუქით ცრემლი მომდის როგორც წყარო,
გადაღლილი ღამის ფიქრით გულში ვარდი ჩამომჭკნარა,
შენი მსგავსი არსად არის განა ვინღა შევიყვარო?!
შენისთანა სილამაზე ქვეყნად არსად არის არა!

შენისთანა სილამაზე სამოთხეს რომ შეედრება,
ის ერთია ქვეყანაზე როგორც ჩემი უბნის წყარო, 
შეგხედავ და ჩემი სული, მტკიცედ შენს სულს შეეხება, 
შენი მსგავსი არსად არის განა ვინღა შევიყვარო.

მე წავედი შენგან შორს ვარ, როგორც გედი გაფრენილი,
უსულოა ღამის სევდა, უსულოა დღისაც დარდი,
სამოთხის კარს შენ გააღებ როგორც ზეცის ანელოზი,
და მე ტანჯულს და ცარიელს ანგელოზი შემიყვარდი.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი