უსათაურო..
ნეტავ შემეძლოს სირბილის ნაცვლად გავშალო ფრთები, ცაში ავიჭრა ანგელოზთა ქალაქის კართან, ყოველ წუთას ვიღაცა მკლავს და ამას ვხვდები, დავიმარხები უშენობით, მხოლოდ შავ ვარდთან. ნეტავ შემეძლოს რომ გავექცე უნდობელ ღამეს, წყვდიადებს დავსდევ გულ ნატკენი ფერად ფანქრებით, იქნებ მე შევძლო მოვახერხო დავწერო რამეც, მერე უეცრად სამყაროდან ვიცი გავქრები, რომ დაიწყებენ ცარიელი ადგილის ძებნას, სადაც ოდესმე წამიკითხავს რაიმე ლექსი, რომ დაიწყებენ ნაცნობებში უცნობნი ხვეწნას, ჩვენ გვაპოვნინეთ ის პოეტი ასეა წესი. სადაც რაიმე არსებობდა თუნდაც ის მერხი, ერთ დღეს იქნება ცარიელი თითქოს არც იყო, ყოველი კიბე სადაც ერთხელ დამიდგამს ფეხი, ერთ დღეს გაქრება სამყაროდან თითქოს არც იყო. თუნდაც ყოველი გაჩერება სადაც ვიჯექი, ჩემს გვერდით მჯდომი გაიფიქრებს ნეტავ სად არის, და მძღოლი ალბათ გაიფიქრებს ვიღაც გვაკლია, ის სევდიანი ბიჭი როა ნეტავს სად არის. კიდევ სუფრაზე მეგობრები ალბათ იტყვიან, ჩვენს სამეგობროს არსად არ ჰყავს შესადარი, თვალებში ვიღაც დააკლდებათ ვგონებ ასეა, მერე იტყვიან ის სევდიანი ბიჭი სად არის. ცარიელ ქუჩებს რომ ვამძიმებ ჩემი ლაყბობით, გამვლელს ვუყურებ სევდიანი, თბილი ღიმილით, ალბათ გადმოსცემს ჩემს ისტორიას ვინმე ზღაპრობით, სხვანაირად ვარ, არ ვყოფილვარ ასე ამ დილით. ალბათ გამვლელიც გაიფიქრებს სადღაც კუნჭულში, ნეტავ ის ბიჭი რატომ აღარ მიყურებს ხოლმე, გადამივიწყებს ალბათ ყველა ერთ დღეს ვინც მიყვარს, მაგრამ გახსოვდეთ, დღეს თუ არა ხვალ კიდევ მოვლენ. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
3 კომენტარი
ვაიმეეეე🥺🥺ძააან კარგიააა
მადლობა დიდი შენი შემოქმედებაც მომწონს. ❤️
🥰🥰