ბოლოა ჟამი
მე თავს ვიტყვევებ გისოსებში მარადიულად, ბოლოა ჟამი დასრულდება ფიქრები შენზე, და შენ რომელსაც ერთი სიტყვაც არ დაგცდენია, მე ასე ჩუმად, როგორც ნიავი გედები წელზე. ამ გისოსებშიც, დედამიწაზეც მე ვარ ეული, სევდის მომგვრელად ვიყურები სავსე მთვარისკენ, რამდენი ფიქრით და ოცნებებით გადარეული, მივხოხავ, მივხოხდი, კიდეც მე სამარისკენ. დღის შუქი ქრება მეხუჭება ნელა თვალები, ანგელოზს ვხედავ მოდარაჯე ზეცისა შინა, განაწამებმა ვერ დავტოვე მე ნაკვალევი, ბევრი ვეძიე და როგორც იქნა ვიპოვნე ბინა. და შენ როდესაც გეძინება საწოლში თბილად, მე მოვფრინდები და ჩაგიკრავ გულში საოცრად, შემდეგ დაგაწვენ მოწიწებით ძალიან რბილად, ეს ყველაფერი ჩემმა ლექსმაც გაასაოცრა. ნუღა დამეძებ, აღარ დავალ ბარბაცით ქუჩებს, შენი სახლის წინ რომ ვდგებოდი მე გრძნობით მთვრალი, როგორ ძლიერად შევიკრავდი დამტვრეულ მუჭებს, და მედებოდა სიყვარულის, გრძნობების ალი. ვიწოდი ცეცხლში და მე ვგრძნობდი თვალს რომ ვახელდი, ვხედავდი როგორ მიდიოდი მტოვებდი მარტოს, მე კი ყოველთვის მეყვარება შენი სახელი, ბევრი ტკვილის, და სიხარულის ცოტა მნახველიც. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი