რა სიჩუმეა..


რა სიჩუმეა მთვარეც იცლება,
სადღაც გიზგიზებს ქოხში ბუხარი,
ქვიშის საათიც ჩამოიცლება,
მიყვარხარ, ერთხელ მაინც ვუთხარი.

ვარსკვლავი ბჟუტავს ქრება სინათლე,
უკუნეთია დამდგარი კართან,
უამრავ ფიქრებს ვებრძოდი წუხელ,
და როგორც იქნა ახლა მე ვმართავ.

გამოვედევნე სევდას ნაცრიანს,
მუხლებს დავეცი როგორც ქუხილი,
ათასი სახე ერთად მაცვია,
სევდაც, დარდიც, და მწარე წუხილიც.

დაღამებისას ითოვებს მკაცრად,
ამოქროლდება მფრინავი ქარი,
ჩემს ფიქრებიდან არ წახვალ არსად!
ფიქრებში მაინც მერქმევა ქმარი!.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი