ლერწმებს შემოვრჩი
ლერწმებს შემოვრჩი გიწნავ გვირგივნებს, ალბათ ოდესმე გაგიბნევ თმაში, შემდეგ დაგიკრეფ ფერად გვირილებს, შემოგეჭრები ღვთაებრივ ხმაში. ქარია ისევ, მინგრევს საფიქრალს, სევდა ნარევი გავცქერი ქუჩას, რა დამავიწყებს შენზე ნაფიქრალს, ამ ფიქრებს შენზე ბოლო არ უჩანს. მაწამებს ღამე მებრძვის სიზმრებით, თვალდახუჭული დავალ შენს ქუჩებს, მე ჩემს დარდებთან გავიხიზნები, დარდები ფიქრებს რომ შეაქუჩებს. მაშინ ითქმევა რაც უნდა ითქვას, მზე რომ გიამბობს ჩემზე თავიდან, შენა ხარ ჩემი გულიც და ფეთქვაც, მწვერვალზე შენს სულს ხოხვით ავიტან!. ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი