შეხვედრიდან შეხვედრამდე


შეხვედრიდან შეხვედრამდე

შეხვედრის ადგილები, ადგილები სადაც ერთმანეთს ვხვდებით ან ვხვდებოდით, როგორი საინტერესოა თუ რამდენ ტკბილ მოგონებას და მწარე ქარიშხალს ინახავს თუნდაც ის სკამი სადაც ერთ დროს შენი ლამაზი სახე ჩემს შეციებულ მკლავზე გედო. არსებობენ ადამიანები რომლებიც ერთ დროს ერთმანეთისთვის ყველაფერს ნიშნავდნენ, ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც არ უნდოდათ, მაგრამ ახლა ქუჩაში რომ ხვდებიან ერთმანეთს ისე არიდებენ თვალს თითქოს არც არასდროს არაფერი არ მომხდარა მათ შორის, მაგრამ მის სურნელს კილომეტრებიდან იგრძნობ, თუ როგორ მოდის ადამიანი რომელიც გიყვარდა და რომელთანაც ერთად ატარებდი შენი ცხოვრების წუთებს ტკბილსაც და მწარესაც, როგორ იცინოდით ერთად ,როგორ ესვენა თქვენი თავები ერთმანეთის კალთაზე და როგორ ადარებდით თქვენს სიყვარულს ცხრათვალა მზეს და ფერად ცისარტყელას. 
იყო დრო როდესაც ერთ სახლში ცხოვრობდნენ ლილეანა და  დანიელი, ერთი ხალათი ეცვათ და ერთ რვეულში წერდნენ თუ როგორი ყოველდღიურობა ჰქონდათ, ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ თუ რომელი გააკეთებდა ყავას და რომელი მოასწრებდა ერთმანეთის გაბედნიერებას ამ წვრილმანით, დანიელი გავიდოდა აივანზე და სიგარეთს გაუკიდებდა. როდესაც სიგარეტის კვამლი ახრჩობდა დანიელს მაშინ ფიქრობდა თუ რა იქნებოდა ლილეანას გარეშე მიში შავ-თეთრი ცხოვრება, მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როდესაც პატარა იყო მამა გარდაეცვალა და მისი ბავშვური გული სულ გაცივდა. მარტო ყოფნა უყვარდა და თავს არიდებდა საზოგადოებას, რადგან ხალხი მასზე კარგად არ მოქმედებდა, არ უყვარდა ხმაური, ხმა მაღლა ფიქრი, ლაპარაკსაც ერიდებოდა რადგან არ ენდობოდა არავის. რდესაც წამოიზარდა მის ცხოვრებაში არ აერთი ადამიანი გამოჩნდა რომლებიც თავს აჩვენებდნენ თითქოს და საოცრად უყვარდათ და მის გამო ყველაფერს გაიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ იყო. როდესაც მას რაიმე რთული მდგომარეობა ექნებოდა ყველა ცილდებოდა, თვითონ  იძახდა ალბათ იმიტოა ეს ხალხი ჩემს ცხოვრებაში რომ ვისწავლო რას ნიშნავს მეგობრობა და რას ნიშნავს სიყვარული. დანიელს ლილეანა თავდავიწყებით უყვარდა, ამაზე მისი თვითოეული სიტყვა, და ყოველი მზერა მეტყველებდა, უყვარდათ თავიაანთი სახლი, ძალიან საინტერესო სახლი იყო. ფერადი კედლები რომლებიც უზომოდ ბევრ მოგონებას ინახავენ, ბევრ ტკივილს, ბევრ ცრემლს, კედლები რომელსაც ერთ დროს სისხლიც კი უგვრძნია. წიგნის თაროები ცოტა მტვრიანია მაგრამ ძველ მოდურს ხდის და ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ლილეანას ძალიან უყვარს ცივ ზამთარში ცხელი ჩაის სმა და რაიმე წიგნის კითხვა, ლილეანამ ძალიან კარგად იცის რომ დანიელის იქით გზა არ აქვს, როგორც დანიელმა იცის ლილენაზე.
იმდენი რაღაც იკითხება მის ლამაზ თვალებში, უსასრულო და უძირო ზღვას გავს, რომელშიც ვებერთელა მზე იმალება, თავისი გასაოცარი გამოხედვით მას შეუძლია სამყარო გააჩეროს რამოდენიმე წამით, და გაჩვენოს თუ რად ღირს სიცოცხლე, და რას ნიშნავს ცხოვრება. ლილეანას ძალიან უყვარს ყვავილები. ერთხელ მახსოვს შორი ახლოს ვიდექი და დავინახე თუ როგორ მიდიოდა დანიელი დიდი ვარდების თაიგულით და როგორი ბედნიერი იყო, ისიც დავინახე თუ როგორ გადასცა ლილეანას ეს თაიგული. ეს იყო საოცრება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს იმხელა სითბო და ბედნიერება აჩუქა გარშემო დამჭკნარი ყვავილები აყვავდნენ, და გამვლელ გულ გატეხილ ხალხს გული გაუმთელდათ. ეს იყო წამი რომელსაც სამყარო თავის პატარა საიდუმლოების ყუთში შემოინახავს და ვარსკვლავებს ანახებს. ლილეანა იმდენად დიდსულოვანი ადამიანია ძნელია თვალებში უყურო და რაღაც განსხვავებული არ იგრძნო მისი ჭრელი თვალებიდან, ხშირად მიფიქრია ლილეანას უბრალოებაზე იმდენად უბრალოა სამყაროს ამ უბრალოებით აფიქრებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო ასეთი უბრალო. ბევრი წყვილი არსებობს სამყაროში, მაგრამ დანიელი და ლილეანა ყოველთვის ყველგან გამოირჩევიან თავიაანთი საოცარი უბრალოებით, უბრალო ჩაცმულობით, და ნამდვილი ღიმილით. არასდროს არ ითხოვენ ცხოვრებისაგან არაფერს გარდა ერთად ყოფნისა, მათი სიყვარული არის ერტ სხეულში ორი სული რომელიც არასდროს განცალკევდება და თუ განცალკკევდება ცალკე ვერც ერთი ვერ ისუნთქებს.
როდესაც ლილეანა და და დანიელი პატარები იყვნენ ერთმანეთისგან არც ისე შორს ცხოვრობდნენ. საოცრად ლამაზი დილა გათენდა, დანიელმა გადაწყვიტა თავისი ნატკენი ფეხით ლილეანა ენახა, ფეხით სიარულს ველოსიპედით ამჯობინა, მართალია ლილეანა უბრაზდებოდა მაგრამ მათ მონატრებას ვერაფერი ვერ ეწინააღმდეგებოდა, ორი საოცრად უბრალო ადამიანი საოოცრად დიდი სიყვარულით ეხუტებოდა ერთმანეთს და გარშემო ყველაფერი ფერადდებოდა, ლილეანას უყვარდა როცა ნატანჯ მკერდზე თავს დაადებდა დანიელს და მუყდროდ მოიკალათებდა. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება იღვიძებდე და მიდიოდე ადამიანის სანახავად ადამიანის რომელიც თავდავიწყებით გიყვარს და მის გამო თავს გასწირავ, ადამიანი რომლისი იქითაც გზა არ გავს, ადამიანი რომელიც მხოლოდ შენი ნათელი წერტილია, შენი სინათლეა და ამ სინათლეს მიყვები რომ ბნელში არ იარო, რა სჯბოია როცა თვალებში უყურებ ადამიანს რომელსაც შენს სუნთქვას ეძახი. ასე უყურებენ ერთმანეთს დანიელი და ლილეანა, ადამიანები რომლებმაც ერთმანეთი გადაარჩინს თავიაანთი ღვთაებრივი სიყვარულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი