ვუსმენ ბუნებას..


ბუნებას ვუსმენ დასჩვევიათ ჩიტებს ჭიკჭიკი,
მთების მწვერვალზე დაუიათ არწივებს ბინა,
გაშლილ მინდორზე გავაჭენებ ცრემლიან ცხენებს,
ცხენებს რომლებმაც ბევრი ომიც კი მოითმინა.

შემდეგ კოცონთან წამოვდგები მარტო ამაყად,
გულის ჯიბიდან ამოიღებ დახეულ რვეულს,
ღვინოს დავისხავ, და მას ვაქცევ მწარე არაყად,
შევეჭიდები ჩემს თვალებში ცრემლს ამომღვრეულს.

შემდეგ გავივლი ყველა ბილიკს რომელიც დამჩა,
სევდანარევი გავუყვები სევდიან ბილიკს,
მიმავალ გზაზე ასე უეცრად უღრანი გაჩნდა,
და უღრანებში მე მოვუსმენ სიბნელის ქილიკს.

რამდენჯერ ვსთხოვე უსაშველო ფიქრის ფორიალს,
რომ არ ეფრინა ლურჯ ზეცაში ჩიტებთან ერთად,
თავისუფალი, პოეტურად ვუცქერ თოვლიანს,
და მე ამ თოვლში ვეღარ ვხედავ სინათლეს მკვეთრად.

ქარების ქროლვით მეღვიძება მყარი მუზები,
მოთეთრო ლანდეს ჩამოვუსხი თითო ფიალა,
გემი იძვრება, ჩამოუშვით შავი ღუზები,
გეემა ათასსი მღელვარე ზღვა გადაიარა.

მე გემს ვაცილებ მას ვატან სევდას,
დამტვრეულ მაჯებს გასდევს ნიავი,
გახსოვთ არწივი?! ის კიდევ მხედავს,
და ცხენს ადგილი შეხვდა ქვიანი.

ბუნებას ვუსმენ დასჩვევიათ ჩიტებს ჭიკჭიკი,
მთების მწვერვალზე დაუდიათ არწივებს ბინა,
გაშლილ მინდორზე გავაჭენებ ცრემლიან ცხენებს,
ცხენებს რომელმაც ბევრი ტკენაც კი მოითმინა.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი