მცურავ ბორანში


ფიქრით შეშლილი მცურავ ბორანში,
საით მივცურავ ვერ დამიშლია,
ამ უსასრულო ქარის ქროლვაში,
მახსოვს აფრები არ გამიშლია.

აღელვებული ხსნას ვძიობ ზღვაში,
ზღვასავით ვღელავთ მე და თოლია,
და ნაპირიდან შეძახილ ხმაში,
თითქოს ყინვა და მძიმე თოვლია.

ზღვაც ისე ღელავს თითქოს ესმოდეს,
თუ როგორ ასდის ჩემს სულს ალები,
განაცისფრებულ სილუეტის მსგავსად,
მხოლოდ ნისლის დროს დაგემალები.

და ისევ ვცურავ ნამტვერ ბორანით,
შეშლილ ფიქრებით მივცურავ ტალღებს,
და როგორც ნაპირს ამშვენებს თოვლი,
ისევე ყინვა ჩემს სულშიც გალღვეს.


ტატო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი