სადღაც..


სადღაც სინათლე და ჩემთან დილეგია,
ცეცხლს კი  ალი ასდის როგორც სხეულს სული,
სევდით ნამთვრალევმა  ვლესე სატევარი,
შემდეგ დავიბრუნე თავი გარდასული.

თითქოს გავიხიზნე ჩემი დილეგიდან,
თითქოს სისხლით ვწერე ჩემი ეს წერილი,
თითქოს გამიჭირდა სხვისი მიწებიდან,
ვარდი წამომეღო დარდით დამტვერილი.

ტატო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი