ქარიშხლები
და ქარიშხალი მხვდება სხეულზე, და ის ნელ-ნელა იხრჩოვა ჩემში, მგონი არ მომწონს მე დალეულზე, და მირჩევნია, მე მოვკვდე შენში. მეჩემ თავს ვხედავსარკეში როგორც, შავი დემონი ჭაჭვით დაბმული, და ვეღარ ვხედავ ჭრილსა და ორმოს, სადაც გრძნობები არის გაბმული. მე შემადარეს მხეცს, გამხეცებულს, თავი ვუქნიე თანხმობის ნიშნად, და დავემონე იქ არ ხსენებულს, მაგრამ ეს შენთვის არაფერს ნიშნავს და ისევ ვნატრობ იმ ფრთების შესხმას, მე ისევ ვნატრობ წმინდა დასასრულს, კვლავ მინდა კოცნით შევეხო შენს ხმას, და მე ვაკეთო ის რაც შენ არ გსურს. ჩემი თვალები გაცივდა როგორც, გზად მოყინული თეთრი ფიფქები, და ვარდი მიდევს გულის ჯიბეზე, და ფიქრები რომ შენი ვიქნები. ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი