სადა ხარ როცა...
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები? როცა უძილო ღამის კოცონზე, მე დამცვივნია ბნელი ფიქრები? სადა ხარ, როცა ასე მჭირდები? როცა მამცივნებს, როგორც ბეღურა? სადა ხარ, როცა ასე მჭირდები? როცა ნიღბების ქუდი მეხურა. სულს მიკორტნიან მწვავე სვავები, ერთი მათგანი თითქოს მეხუმრა და ამომკორტნა მე სიყვარული. სადა ხარ, როცა ასე მჭირდები? როგორ მეზღვაურს ერთი დიდი ზღვა კიდევ ერთია ჩემი ფიქრები, მხოლოდ შენა ხარ და არავინ სხვა! ისე მომწყურდი, როგორც წუხელის ჩემმა აჩრდილმა რომ დამიმონა, შებმა მომინდა მძიმე უღელის, ჩემმა აჩრდილმა ეს არიცოდა. და მე მქენჯნის რაღაც უღირსი, თითქოს მუმიად გადავიქეცი. ისე მჭირდები, როგორც არასდროს სადამდე ჩემს თავს მე გავექეცი. როდემდე უნდა გავრბოდე სადღაც უკან მოხედვით მემტვრა კისერი. შენი ცოდვებიც, სწორედ მე მადგას შენ კი ისევ გაქვს მგონი მზისფერი. ისე მჭირდები, როგორც არასდროს. ვით უბინაოს, გამთბარი ბინა. ისე მომწყურდი, როგორც წუხელის ეს თქვა ტატომ და თან ჩაიცინა. ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი