უკედლო ოთახი


შენ ზიხარ უკედლო ოთახის კუთხეში
და გჯერა ქარების რომლებიც არ ქრიან,
და დგახარ მზეში წვიმის წვეთებით,
რომლებიც შენში ჩვევად არიან.
ზიხარ იმედით რომ შენ იპოვნი,
კედლიან ოთახს და იმ ბნელ ქარებს,
მე კი ვიპოვნე ერთი ფიქრი რომ,
ჩემი არასდროს არ ესმით ქალებს.

ტატო ბერიაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი