ვეღარ დავრჩები
ვეღარ დავრჩები ამდენი ხანი, დრო მხოლოდ მიდის ის არჩერდება, მე კი თავხედად ფერებს ვახამებ, იმ მოტივით რომ ის შეფერდება... ან რას მაკავებ, უგონო მწერალს, რომელიც მხოლოდ ღამე ვიღვიძებ, სიზმრებით ვცხოვრობ, და იმედი მაქვს რომ გადავრჩები.. ან რად გჭირდები, სიზმრით მე მთვრალი, გაშავებული. ვარსკვლავს გადარებ, და ვცდილობ რომ გადავიხატო ზეციდან გულში, და იმედი მაქვს მხეცად არ წავალ, ამ სიყვარულის მე დასასრულში. ყოველი ღამით მელანდება მე სილუეტები, რომელთ შუაშიც მომათავსეს როგორც იმედი. და სიბნელეში თვალთახედვით ჩუმად გავდივარ, იმ მოტივით რომ აჩრდილები გამინათებენ. და ისე მაქვს თვალთახედვის არე გაშლილი, რომ ღამეებიც უჩვეულოდ დამიფრთხებიან. უკიდეგანი უსასრულო ღამეა დღესაც მე კი რატომღაც უცნაურად შევიარაღდი, თითქოს რაღაცის თქმა უნდა ღამეს, "უძილობის დროს სარკმელში მოკამკამეს". ბოლოს რომ გნახე უჩვეულოდ იღიმებოდი, და ეს ღიმილი მიკითხავდა ჩუმად ლექციას, და შენ უიმედოდ მაიმედებდი, რომ ჩავყოლოდი იმ დარბაზის პირველ სექციას. იმ იმედით რომ შენ დამხვდებოდი. მელოდიამაც დაკარგა ძალა, აღარ ჩამესმის, ისე როგორც ძველ დროს ისმოდა, უარყოფითი ქმედებების ქარი მას სთხოვდა, რომ ძველებურად ყურში აღარ მოფენილიყო. მე კი ვსეირნობ ჩემი კურტკით ნაწვიმარ გზაზე, ფეხსაცმლის ძირს კი აჰკრობია წვიმის წვეთები. და ვიმეორებ... ვეღარ დავრჩები ამდენი ხანი, დრო მხოლოდ მიდის ის არ ჩერდება, მე კი თავხედად ფერებს ვახამებ, იმ მოტივით რომ ის შეფერდება... ტატო ბერიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი