ისევ ღამეა


ისევ ღამეა... და ისევ ღამე,
და მეშინია რომ შემიწყალებს,
ისევ მთვარეა... და ისევ მთვარე,
თითქოს თვალები მე შემიცვალეს...

ისევ ღამე და აჩრდილები,
ის დაეჩვია ჩემს გაწამებას,
მე შემზარავათ დავფიქრებულვარ,
თუ გავექცევი ამ გაწვალებას.

და ეს ღამეა, ის ჩვენში ბადებს,
ჩვენს ნამდვილ სახეს,
სევდის მომგვრელი სახე რომ ადევს,
რომ დაფიქრდები თავიდან გბადებს.

ტატო ბერიაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი