ჩემი იმედი...


იმედი მაქვს რომ მე შენ შეგხვდები,
იმედი მაქვს რომ გამოიღვიძებ,
მე კი მალულად, წესების დაცვით,
შენს არსებობას სიზმრით ვიძიებ.
მზეს სხვას მკარნახობს, მთვარე სხვა რამეს,
მე კი თითქოს ყრუდ, დამაბნეველად,
ვუყურებ ვარსკვლავთ მოჭედილ ღამეს,
ჩუმად გავრბივარ სადღაც მთა-ველად.
როგორც წისქვილი მე ისე ვბრუნავ,
აღმოსავლეთის ქარის ბრძანებით,
სწორედ ასეა მე შენზე ვზრუნავ,
მაგრამ თქვენ უკვე მიებრძანებით.
შენ და სულები, ჩემი და შენი,
ჩემი გრძნობები შემოიმტვრიე,
და მე რად მინდა ეს სიყვარული,
რომელიც უკვე შემოვიხვიე.
ძველად ვიყავი შენთვის პოეტი,
და მე გიძღვნიდი დალეწილ სიტყვებს,
ახლა ჩუმად ხარ, და არ მიხსენებ,
მაგრამ სიტყვებმა ეს რაღაც გითხრეს.
თუ რამე გინდა მითხარი ახლა,
მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო,
მე პოეტი ვარ, და ეს სულ მახლავს,
ეს შეიძლება არც დამდგარიყო.
არ გყვარებოდი, არც მყვარებოდი,
არ შეგხვედროდი წვიმიან გზაზე,
მაგრამ ვარდებით შემოფერილი,
უვნობლად ფიქრი დავიწყე სხვაზე.
სინათლე მიყვარს, ღამე მაშინებს,
ოთახში ქრიან, ბნელი ქარები,
სარკეს ვუყურებ, ვცდები მაშინვე,
ეს მე არა ვარ, მომეკარები?.
ჩემი გონება გადაიბირეს,
ისარს მესვრიან ანთებულს მწავევს,
იმასაც ვხედავ როგორ ვიწვები,
მე შემომხედე უშენოდ მწვავენ!
 ჩემი ფერფლი კი სულ ძირს იყრება,
მე მენანება გავფლანგო ფუჭად,
რაც შენ დამაკლე, ეს ქნეს ისრებმა,
და დავიფერფლე წვიმად და ჭუჭყად.
ეს სიყვარული ჩემი შენდამი,
სანამ არ დამწვეს შენ ვერ გამიგე,
ვერც აგიხსნიდი ისე მემგონი,
რადგან გრძნობენი ნემსზე ამიგეს.

ტატო ბერიაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი