ეს ცხოვრება...


ერთხელ მე მითხრეს... იბრძოლეო ამ ცხოვრებისთვის,
მაგრამ არ მჯერა, მე რატომღაც მთვრალი კაცების,
კარგად იცხოვრე და მზად იყავი შენ ცხონებისთვის,
მითხრეს... მზად იყვნენ... მაგრამ არ მჯერა მე გატაცების.

მე ბავშვი ვიყავი, და კიდევ ბავშვი ვარ,
ცაში ფრინველი, და ზღვაში თევზი ვარ,
მაგრამ ცხოვრებამ შემომიტია,
ცაში მოკვლა სურს ზღვაში დაჭერა...

თითქოს მგელი ვარ, ლომი მერევა,
როცა თევზი ვარ, წყალში მგესლიან,
მიწაზე ვდგავარ, არავის ვავნებ,
მაგრამ რატომღაც მაინც მესვრიან...

ტატო ბერიაშვილი......

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი