მთვარის მონა
ყველაფერმა შეიცვალა, სუყველაფრის ფერი, წვიმა მოდის და მასველებს ამიტომაც ვმღერი. ფიქრი მიწევს მე ჩემს თავზე მუდამ რომ ვარ მარტო, და ღვინოთი ნამთვრალევი ვლოცულობ და გნატრობ. სიდიადეს ვერ შეწვდები შენ ეს იცი კარგად, თუ შეწვდები დაიქცევი, უდარდელო დარდად! მე მტერი ვარ თავად ცხელ მზის და მთვარის ვარ მონა, სევდამ თავი იჩინა და მაინც დამიმონა. მე არ მჯერა აღარაფრის უსათუოდ ვკვდები, ჩემს საფლავზე რომ მოხვიდე ამას გევედრები. ჩემი თვალნი მზის ფერია, და ზურგს ვაქცევ მზეს, რომ მიყვარხარ არასოდეს დაგავიწყდეს ეს!. ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი