სიკვდილი...
მე სიკვდილის გზების გარდა არაფერი მიძებნია სიცოცხლეში ყველაფერი ბოძებული მიზნებია. წასვლის დრო მაქვს და ქარია ვარდისფერი გზები მელის სიკვდილია ის მიზეზი, დასისხლული ჩემი ცრემლის, ჩემს ჯინაზე დროც კი გადის უჩვეულოდ ძალზედ სწრაფად, შენ ცარცი გაქვს, და გგონია გადვიქცევი საწერ დაფად, ცდები. ცდები რადგან მიმძიმს, მე სიკვდილი შემიძლია, და ეს მინდა რადგან ვიცი ეს ცხოვრება რომ ძილია. მე ის მომწონს, რომ არ ვიცი რა მომელის ერთ კვირაში, სიკვდილი თუ კვლავ სიცოცხლე, თუ გაგდება ამ ყინვაში. და მე მინდა არ დავბერდე, მუდამ ვიყო ჩვიდმეტი წლის, ეს ასაკი მეხმარება, სხვანაირი ქარები ქრის. სიზმარია თუ ცხადია, მე სიკვდილი მესიზმრება, რომ ის უკვე აქ ბრძანდება და ცოტა ხნით მეღირსება. უბედური ნიღბები მაქვს, ჩემი სახის ფასს ვერ ვიგებ, ყოველ ადგილს ნიღბით ვტოვებ, მე არ ვუცდი ამ გრძელ რიგებს. აღარ მჯერა ნაბიჯების, რომ მისდევენ სიკვდილს უკან, შემზარავად მიყურებენ და ამ ამბავს თავად წუხან! ეს ბედია, მარად მწვანე, უნდობელი გამოხვედით, სხივი მოჩანს თვალს მწვავს, მწვავე გამარჯობათ. ჩამოხვედით?! ვეკითხები თავად სიკვდილს, და მე ვფიქრობ ადვილია, შემახვედრა მან ჩემს სირცხვილს, სამუდამო ადგილია! თავი დავიმორჩილე, და მორჩილედ გთხოვ, სწრაფად არ გაიარო შენ ძვირფასო დროვ! ტატო ბერიაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი