ჩვენი სიყვარული
ღამეა... სიბნელეა, მაგრამ ბალახი მწავნეა, და სავსე მთვარის მსგავსად ჩვენი სიყვარული ძალზედ მწვავეა. საინტერესო დღეებს ბევრი აკლიათ, უღრუბლო ზეცა აღარ სუფევს ცის კამარაზე, მაგრამ ქარები... ერთადერთი ფიქრი მას მიაქვს... რომ ინტერესით და ლოდინით გარდავიცვლები. გარდაცვალება ჩემთვის ნიშნავს შემზარავ ნიავს, ზღვაში დამხრჩვალი მზის სხივები მას ჩემთვის მიაქვს! მიაქვს, რადგანაც შენ მე დამაკლდი ჩემში ბუდობდა, კვდებოდა დარდი, ღამე მაწამებს როგორც უღირსი, და მე არ ვნანობ რომ შემიყვარდი. ყველა გრძნობები დაშალეს ჩემში ერთადერთი გრძნობა მე დავრჩი ვისაც ვეძახდი ადამიანებს მათ ჩაიდინეს აზრად მაქვს თავში. დრო... დრო ის ყოველთვის დროა, ის ვერასოდეს ვერაფერს კურნავს, უბრალოდ გვაჩვევს უერთთმანობას, დედამიწა კი ყოველთვის ბრუნავს. მე ჩემი თავი ამდენ ფიქრებში გადამეკარგა, სევდის მომგვრელი შავი ფერი ვადიდე ისევ, როგორც ყოველთვის უშენოდ ვარ, მაგრამ შენ მაინც სიხარულს მივსებ! საკმარისია... საკმარისია მხოლოდ ფიქრები, მხოლოდ სურათი, და ცრენლები საამოდ ტკბილი, მელოდიები, და ოცნება რომ ოდესმე გვერქმევა წყვილი! გადავიღალე... მე დავიღალე იქნებ ვიღაცამ დამიძახოს ერთხელ კაფეში, იქნებ ვიღაცამ გაიაზროს ეს ჩემი სევდა, დაბადებიდან აქანამდე ცხადად რომ მდევდა! მაგრამ არ ვიცი რადგან არ გავს უბრალო სიტყვებს, ჩემი სამყარო გაცილებით სხვანაირია, შენმა თვალებმა ეს ფიქრები სულ ამირია! არც ამინდები, აღარც ქარები, არ ამშვენებენ ჩემს მარტოობას, ქარებს მოქონდათ ადრე ამბები, რომ ვამშვენებდი შენს სატრფოობას! ტატო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი