უეცრად ვკვდები


ჩემს ძალას ზოგჯერ ვადარებ სანთელს,
ქარიშხლის დროსაც ნათდება იგი,
და ეს სინათლე მე მუდამ დამსდევს,
შემომციცინებს ცოდვების რიგი.

სანამ მე ვზივარ და ვიმტვრევ მაჯას
სანამ ბოლომდე შემძულდეს თავი,
მანამ ეშმაკი ზურგისკენ მქაჩავს,
საცაა შევკრა მე ფიცრის ნავი.

გაცურვა მინდა მღელვარე ზღვაში
ჩემი თავი რომ ჩავახრჩო მარტომ
ხანდახან თავი მერევა სხვაში,
დახრჩობის წინაც დიახ! შენ გნატრობ.

როდემდე უნდა მტკიოდეს გული,
როდემდე უნდა მწვადეს ცრემლები,
ეს ყველაფერი არის განზრახული
მინდა შეწყვიტო მე გდვედრები!

მე ვიცი როდის მიწევს სიკვდილი
და სასფლაოს მე თავად ვითხრი,
მე ცოდვილი ვარ, მინდა შენდობა,
ამიტომ ღმერთო შენს წინ მუხლს ვიხრი!

არასდროს ჩემი არ ესმის ვინმეს,
აღარც მე მესმის ჩემი თავისა,
და ასე ცუდად როდემდე იქნეს,
"დამნაცვროს ელვამ შენი ტანისა"

ყოველი წუთი სიმარტოვეა,
ჩემი ხელებით ვერაფერს ვწვდები,
მე გულ ნატკენი, და სულ დამხჩვალი,
ჩემ თავს ვახლავარ უეცრად ვკვდები!

ტატო ბერიაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი