ადრე ბინდდება


მე უბედური სარკესთან ვდგავარ,
გამკვირვებია მე ჩემი თავის,
ჩუმად ვამბობ რომ მე შენი ხმა ვარ,
და ამ ხმებს ჯერათ უსახლო ქარის.

და ყრუ ოთახში დამცირებული,
ნესტიან კედელს მივადე თავი,
შენზე ფიქრებში ვარ დამნაშავე,
მომაგონდი და უეცრად ვჩხავი!

ღამე მომადგა კართან სტუმარი
ეს იყო ჩემი ნამდვილი სახე,
მინდოდა შენთვის გამეცნო იგი,
მაგრამ ვერაფრით ვერ დაგანახე.

ფხიზელზე ვეღარ შევძელი მეთქვა,
ამიტომ შევსვი მე ცოტა ლუდი,
გარეთ მომინდა წვიმაში გასვლა,
და დავიხურე უფერო ქუდი!

ფურცელი გზაზე გამიფრიალდა,
წვიმის წვეთებით იყო ის მთვრალი,
ქარმა ათრია ცოტა თუ ბევრი,
და მოგიტანა ჩემი შედევრი!

მარადიულად მე დავრჩი მარტო,
ყოველ საღამოს თრობა მინდება,
მე მინდა მუდამ იყოს სინათლე,
მაგრამ რატომღაც ადრე ბინდდება!

ტატო ბერიაშვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი