მომწერე მაინც...
მომწერე მაინც, ერთადერთი იმედი შენ დამრჩი მარტო, ამ სამყაროში ყველაფერმა დაკარგა ფასი, მე როგორც პატრონი თავხედი სევდის, ისევ შევავსე მე ღვინის თასი. უდღეურებით სავსეა ეს წრე, არვინ მინახავს მე შენი მსგავსი. ათი დავლიე, და ერთსაც დავლევ. და საკადრისი ვთქვი მე სიტყვები, მაგრამ როდიდან გამბედავი ვარ, ლექსით მოგიძღვენ, ასე გიყვები. ყველა ფეხზეა, მე ვზივარ უცხოდ, ყველა რაღაცა ისტორიას თხრობს, მე მარტოსული, ღამის აჩრდილი, მორიდებით გთხოვ, რომ შენი წილი შენი ტუჩების რამე ნაწილი, აამოძრაო და მოყვე ჩემზე თუ როგორ ვებრძვი ღამე, ღამეებს. თუ როგორ მინდა მთვარის ჩაქრობა, რომ მოვიპარო მისი სინათლე, და სამყაროდან იქნეს გაქრობა. ჰორიზონტზე კი ყველამ მეძებოს, გათხრილი იქნეს ჩემი საფლავი, ოდითგან მიყვარს მე ყვავილები, მე ყველას სულში ვარდი დავფალი! ტატო ბერიაშვილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი