თქვენ სათითაოდ...
თქვე სათითაოდ მომკალით ყველამ უკედლო სახლში მილპება სული რა თქვენ დამაკლეთ შეავსო წყენამ წყენა რომელიც არის წასული. სტუმარი მოვა კარს ვერ იპოვის რომ გამოაღოს და შემხვდეს მზერით კატა საკუთარ სახეს იპორჭყნის მე თავმდაბალი თავს ავწევ ზევით! სინათლე როდის სჩვევია ჩემს მზეს მას არ უყვარდა ჩემთვის ნათება მე მიყვარს ღამე წამომცდა ერთხელ ახლა ისურვა გამონათება. და ვარაუდი თუ სიცხადეა მე ვვარაუდობ რომ გავცოცხლდები მიყვარხარ! ერთხელ გამომიცხადეთ და ამ სიტყვებით თქვენ მაყოვნებდით! როდიდან ვიცი ცეცხლის ანთება, როცა ყოველთვის წყალი მიყვარდა ახლა ჩემს გულში ელვა ნათდება თურმე ზღვა ნაგავს აქეთ რიყავდა. და ნამთვრალევი ჩემი თვალები, ნაქურდალ გრძნობებს ემალებოდა. და დაფლეთილი ჩემი ჭრილობა შემზარავ, და ფიცხ ელვას ელოდა! ელვა რომელიც მიცხადებს შიშებს, ინსტიქტს მიღვიძებს მე გადარჩენის, და სიბნელეში ჭრელი თვალები სადღაც გარბიან და მარად მშვენის. ალუბალივით გემრიელი ხარ ამდენი მძიმე ფიქრების დროსაც შენ ისეთივე ძალა შეგშვენის რომ შეაჩერებ ჩემს დადგმულ ომსაც! ტატო ბერიაშილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი