წარსულის ბილიკები


წარსულის ბილიკებს მივყვები, 
ფიქრებში,
ვიხსენებ ბავშვობას ტკბილსა და 
შორეულს,
გავრბივარ სკოლაში. არაფრად არ ვაგდებ,
ზამთარს და სიცივეს, ამინდებს
არეულს!
მე,  როგორც, - ,,ყინვა და პატარა მოწაფე",
ქარბუქი, სიცივე, ძვალ-რბილში რომ 
ატანს,
და მაინც რომ გარბის, სკოლისკენ
მიიწევს,
თოვლში და ყინვაში, ჯიუტად, ამაყად!
დასრულდა ბავშვობა, ხან ტკბილი, ხან
მწარე,
სამყარო გაიხსნა უამრავ ფერებში,
და მე ამ ფერებში ოცნება დავკარგე,
დავდივარ ახლა და გულდაგულ 
დავეძებ!
და მაინც ვაფასებ სიცოცხლეს 
ნაჩუქარს,
რომელიც უფალმა მიბოძა უდავოდ,
ამ გულში დარჩენილ იარას,
ნატყვიარს,
მალამოდ ედები შენ,  ჩემო უფალო!"
/თ.სამხარაძე/ 23.11.2026წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი