მე მინდა!


,,მე მინდა ზოგჯერ ვინმეს გული
გადავუშალო,
და ჩემი დარდი, სიხარული
გავუზიარო,
ზოგჯერ კი მინდა, ჩემს ნაჭუჭში
გამოვიკეტო,
ჩემს უნებლიეᲗ ვინმე რომ არ
დავაზიანო!

ზოგჯერ კი მინდა, ეს სამყარო სულ
დავივიწყო,
მხოლოდ ერთგული, თბილი ხელის შეხებას
ვგრძნობდე,
მუდამ ვახსოვდე, რომ არასდროს არ
დამივიწყოს,
ისევ მიყვარდეს, ამ სიყვარულს ვერაფრით
ვთმობდე!

ზოგჯერ კი მინდა, ვინმე სულის სიღრმეში
ჩამწვდეს,
და ჩემი გულის საიდუმლო გაიგოს
თუნდაც...
როდესაც მიჭირს მინდა იგი, რომ გვერდით
მყავდეს,
მე ასე მწამს... და მეგობარიც
ასეთი მინდა!"

/თ.სამხარაძე/
/24-09-2026წ./

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი