დაბრუნების მოლოდინი!
,,გული ისე ღელავს არ ჩერდება, როგორც ზღვის ტალღები ქარიანში, კედლებს აქეთ-იქით ეხეთქება, ჩიტი დამწყვდეული გალიაში. უნდოდა ეფრინა თავისუფლად, ფრთები გაეშალა, ენავარდა, თავი აღარ ეგრძნო გარიყულად, საკუთარ სამშობლოში ეავკარგა. ჯერ დრო არ დაუდგა დაბრუნების, ჯერ ისევ ,,ცივა და ზამთარია', გული აპრილების მოლოდინში, როგორი გამძლე და ამტანია. ჯერ ხომ არ დამდგარა გაზაფხული, გული მოთმინებით გატრუნულა, ჩიტი ქუხილისგან დაზაფრული, თითქოს წვიმისაგან გალუმპულა. იმედს არ დაკარგავს არასოდეს, გული საგულედან გადასული, ისევ გაიხარებს, როგორც ოდეს... კვლავაც დაუდგება გაზაფხული". /თ.სამხარაძე / 30.09.2020წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი