***
მე იმ ქარის მშურს, სათუთი რხევით რომ გირხევს მაგ თმებს, მე იმ მიწის მშურს, შენს სიმსუბუქეს რომ გრძნობს ყოველდღე, და იმ სამოსის მაგ ლამაზ ტანზე მცველად რომ გყვება. მე იმ კაცის მშურს, შენი შეხებით რომ ითბობს სხეულს, ყველა მკვდრისაც მშურს, ჩემო ლამაზო... იმასაც ვნატრობ ერთ მშვენიერ დღეს მიწამ ჩამყლაპოს: სხეული მიწას, საიდუმლო კი შენ რომ მოგანდო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი