Amor vincit omnia


თუ ეს ცხოვრება ბრძოლის ველია,
თუ ყველა გრძნობა მებრძოლი მისი,
მაშ, გზა დავუთმოთ სიყვარულს ყველამ,
გამარჯვება ხომ ხვედრია მისი.

ბოლოს ხომ მაინც იგი იმარჯვებს,
სისხლის ყოველი წვეთი ტბორია.
ხალხთა შორისაც მუდამ ომია 
ბოლოს ხომ მაინც: Amor vincit omnia.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი