გახარება
დროა შევეგუოთ ამ სადარდებელს დროა გამოჩნდეს დამჭკარი ტოტები და ამ სულს უკვდავს გაუახარებელს.. ვაჩვენოთ უკვე მჭკნარი წალკოტები შვება არ იქნება, ვით მე ბედნიერი მე ბედნიერი ღმერთმა არ ინება... როგორც ეშმაკი ლამაზ მშვენიერი... არ იქნება სილაღე არ იქნება.. მე ღმერთს ველოდი ღამე ჩამოენთო ღვენთი შემახმა ცრემლის მონადენი დილას ალიონს მზე არ გამოენთო. მესათქმელი მაქვს თანა ო, რამდენი... მე ახლა ვყვავობ ბოლო სიყვავილე ბოლო სილაღეა ვწერ ბედნიერი და თუ არ მახარე, არ მაყვავილე.. როგორღა ვიყო ასე ბედნიერი?? ეს სილამაზე არის აჩრდილება. განა ბუჩქი ვარ მე მჭკნარი ყანაში? ჩემი სილამაზე აყვავილება.. მაჭკნობ არ მახარებ ამ ქვეყანაში... იმდენი ვეცადე მხოლოდ მეცხოვრა ფესვები დაბლა დამეგო რელსებად.. რომელზეც მასზე ბევრს უნდა ეცხოვრა.. შენ კი მომჭერი, ძირში ფესვებად.. ვიცი რომ დარჩება მიწას ღრმულები.. დაბლა ცარიელი კვლაა ადგილი თუმცა რომ ვიცი ცას მოვლენ ღრუბლები ვიტყვი: - ჩემ მოკლა არაა ადვილი მარა ბოლოს მაინც მხეცივით მოხვალ ხელში თოხებითა და ბარ-ბურებით და სანამ არ მომკლავ შენ არ წამოხვალ თუმცა იცოდე რომ მე დავბრუნდები! მიწა გავხდები შენი სასთუმალი თვალებში როდესაც მოაღწევს ძილი.. მერმე მე ვიქნები ძილი უმალი.. მე კი გავიხარებ კვლა ისევ დილით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი